ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებსა და სამეზობლოში საწვავის ფასის შემცირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გაერთიანების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი 1 ლიტრზე 1.49 ევროთი, დიზელის საწვავის საშუალო ფასი 1 ლიტრზე 0.01 – 1.39 ევროთი შემცირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში გახლავთ. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს 25-30%-ით აღემატება.
31 მაისის მდგომარეობით:
ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 1.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.12 ევროს, დიზელის საწვავი – 1,66 ევროს შეადგენს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი – 1,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,10 ევროს, დიზელის საწვავი – 1,63 ევროს შეადგენს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი – 1.90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,00 ევროს, დიზელის საწვავი – 1,78 ევროს შეადგენს;
კავშირში აცხადებენ, რომ ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია: A-92 მარკის ბენზინი – 0,56 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,60 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,72 ევრო, დიზელის საწვავი – 0,69 ევროს შეადგენს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,91 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.81 ევროს , დიზელის საწვავი – 1.09 ევროს;
აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,54 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,10 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1,26 ევრო; დიზელის საწვავი – 0,44 ევროა;
უკრაინაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,09 ევროა, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,14 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1.21 ევრო, დიზელის საწვავი – 1,10 ევროა;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,01 ევროს, დიზელის საწვავი – 0,90 ევროს.
მოლდავეთში – A-92 მარკის ბენზინი – 1,21 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,23 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1,54 ევრო, დიზელის საწვავი – 1,00 ევროა.
ბელარუსში – A-92 მარკის ბენზინი – 0,72 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,76 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,83 ევრო, დიზელის საწვავი – 0,76 ევროა.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინი – 0,84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.26 ევროს; დიზელის საწვავი – 1.18 ევროს შეადგენს;